“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით”- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი – ხალხის ნების საწინააღმდეგოდ” – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.

ფინელი მინისტრი  გმობს მშვიდობიანო დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.

“ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა” – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი.

 

მსგავსი თემები