“4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას”- ტალახაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების გამო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. როგორც ტალახაძე სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება არ აპირებს „4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა”.

„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე. ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმწუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა “რას ჰქვია არ შეეხვეწებით”. აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“ – წერს ლაშა ტალახაძე.

მსგავსი თემები