“ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ახლავე შეგიძლიათ გადამთელოთ” – სასულიერო პირი სამართალდამცველებს

„იქ, სათავეში რომ ხალხი დგას, ერთ-ერთს მაინც გაახსენდეს რომ „მამაო ჩვენო“ მაიც თქვას“ – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებულ სამართალდამცველებთან სასულიერო პირი გამოჩნდა და სთხოვა „მამაო ჩვენო“ წაიკითხონ და ძალა არ გამოიყენონ.

„კარგად მახოვს ეროვნული მოძრაობის პერიოდი… ნუ გამოხატავთ აგრესიას, უმორჩილესად გთხოვთ. ქაოსს, აგრესიას ურთიერთ დაპირისპირებას კარგი არაფერი მოუტანია. იქ, სათავეში რომ ხალხი დგას, ერთ-ერთს მაინც გაახსენდეს რომ „მამაო ჩვენო“ მაიც თქვას. ილოცეთ, ილოცეთ, ლოცვა გადაარჩენს ქართველ ერს. ე არავინ და არაფერი, ვარ ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, რომელიც არის თქვენს გვერდით, ჩემი სახე არასდროს არავის უნახავს არც ერთ შეკრებაზე. ეს უკვე შეკრება არ არის, ეს არის ერის ხმა. შვილო, ყველას უნდა ესმოდეს ეს, არ აქვს მნიშვნელობა ფორმიანია თუ უფორმო. ხვალ საპყრობილეში ჩამაგდებენ თუ გამომკეტავენ, არც მაგისი შიში მაქვს. მინდა ერს ვთხოვო, ნუ გამოიყენებთ აგრესიას ნურავის მიმართ. უნდა გამოაღოთ ეკლესიის კარი და შეხვდეთ ეკლესიაში. რას ეუბნებით უფალს? შვილო, მითხარი, რას ეუბნებით უფალს. ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ახლავე შეგიძლიათ გადამთელოთ, არც ესაა პრობლემა. მაგრამ ღმერთს რას ეუბნებით?! გთხოვთ, დადეთ პატივი უფალს, ოჯახს, შვილებს“ – მიმართა სასულიერო პირმა სამართალდამცველებს.

მსგავსი თემები