„მონებო“ – ამ შეძახილებით ბათუმის მერიის შენობასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ბათუმის თვითმმართველობას რუსული ხელისუფლება მართავს და ქალაქის მერი გაყალბებული არჩევნების მონაწილეა.
„მოქალაქეებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ ქალაქის თვითმმართველობაში შესვლის შესაძლებლობა. აქ რუსულ მთავრობას მილიციელები გაუმაგრებია და თავს იცავს“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მანამდე გადაკეტილი იყო ქალაქის მთავარი შესასვლელი.