თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა. სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსია, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ გადაკეტილი აქვთ გზა.
თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ განცხადებიდან მალევე საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება, პარლამენტის წინ.
დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები არაერთხელ გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას ოფციალური ცნობებით დაკავებულია 43 ადამიანი.