“საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი”- ლატვიის პრეზიდენტი

“საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი” – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და პრეზიდენტს.

„ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას, ყოველთვის დაუჭერს. ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

 

მსგავსი თემები