პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია გამართეს, სადაც 28 ნოემბრის მიტინგზე დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. პოლიციის მხრიდან 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმა.
“მთავრობა თვითონაც ვერ უარყოფს, იმდენად ცხადია ყველა კადრი, მიზანმიმართულად, პროფესიული ნიშნით ხდებოდა ჟურნალისტებზე გადავლა და ოპერატორების დაზიანება, მათი აპარატურის დაზიანება. ამას აკეთებდნენ შენიღბული სამართალდამცველები, რომლებსაც არ ჰქონდათ მანიშნებლები, თუ ვის წარმოადგენდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კისერზე არის საქმეები, რომელთაგან ვერცერთი ვერ გახსნა, ერთი ეჭვმიტანილიც არ ჰყავს მსგავსი შემთხვევის” – განაცხადა ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, წუხელ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.