აქციაა ბათუმში – გადაკეტილია ქალაქის მთავარი შესასვლელი

აქციის მონაწილეებმა ბათუმის მთავარი შესასვლელი გადაკეტეს – მოქალაქეები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, აპროტესტებენ.

ბათუმის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამ წუთებში თბილისში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.

მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მსგავსი თემები