მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

მოქალაქეები, რომლებიც ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.

პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: ,,ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და ის მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

მსგავსი თემები