აქციაზე დაშავებულების ნაწილი “კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს

წუხელ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული მოქალაეების  ნაწილი “კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, დაშავებულებს სხვადასხვა ტრავმული დაზიანება აღენიშნებათ, თუმცა არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამ ეტაპზე დაუზუსტებელია რამდენი ადამიანი იმყოფება სამედიცინო ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ რუსტაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს, სპეცდანიშნულების რაზმებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

მსგავსი თემები