საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების გამზირზე აქციის მონაწილეების პირისპირ მყოფ სპეცდანიშნულების რაზმს მიმართა. მან კითხვა დაუსვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, ვის ემსახურებიან, საქართველოს თუ რუსეთს?
„თქვენი მოვალეობა არის დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არ არის ხალხი დაშალოთ. ვის ემსახურებით რუსეთს თუ საქართველოს?, ფიცი ვის წინაშე დადეთ?, მაინტერესებს პასუხი, თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?”- უთხრა პრეზიდენტმა მათ.