საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე მივიდა. მან რუსთაველის გამზირზე მედიას განუცხადა, რომ წინააღმდეგობრივი ბრძოლა დაწყებულია და გაგრძელდება ახალი არჩევნების დანიშვნამდე.
„იწყება წინააღმდეგობა, სანამ ახალი არჩევნები არ გაიმართება“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
მას აქციის მონაწილები ოვაციებით შეხვდნენ. “მადლობა” სკანდირებდნენ შეკრებილები.