საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ.
“არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“.