რეგიონებში პროტესტის ნიშნად მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ

“გამოდით” – ამ შეძახილებით ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ.

ქუჩაში მსვლელობას აწყობენ ბათუმშიც. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს.

ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, სადაც საპროტესტო აქციაზე პოლიცია ერთ-ერთი მომიტინგის დაკავებას ცდილობდა.

პროტესტის ნიშნად იკრიბებიან გორშიც.

ამ წუთებში გადაკეტილია თბილისში, რუსთაველის გამზირი. საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით მიდიან  მოქალაქეები, რომლებიც “ქართული ოცნები” ოფისთან იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები