საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიციას და ჯარს მიმართა და მოუწოდა, რომ დაიცვან ხალხი და არა „მონები“.
„მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ. და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი. მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მე მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ჩვენს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება. მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივსძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში არის გამოფენილი ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი, ეს შევძელით და ეს იქნება აქ და ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას. მე მოგმართავთ ყველას, ვინც აქ დღეს სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი. არავინ არ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი”- განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს სთხოვა ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე უნდა მიეღოთ