სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს სთხოვა ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე უნდა მიეღოთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს მიმართა და მოუწოდა, რომ ახლავე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე უნდა მიეღოთ. ამის შესახებ, პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები. რაღაც ბევრს ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს ყველაფერი ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება. ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, თუ რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი და ხალხის მოთხოვნა – ახალი არჩვების დანიშვნა და ჩატარება. ეს რის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

“კონსტიტუციური გადატრიალება – ევროპიდან რუსეთისკენ” – სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები