“კონსტიტუციური გადატრიალება – ევროპიდან რუსეთისკენ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ბრიფინგს მართავს. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციურ გადატრიალებას დღეს წერტილი დაესვა.

„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.

დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ელჩებს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

მსგავსი თემები