საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა. ეს შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეაჩერა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო, ასევე უარს ამბობს ყოველგვარ გრანტზე და დახმარებაზე ევროკავშირის მხრიდან.
პრეზიდენტი 20:00 საათზე განცხადების გაკეთებას გეგმავს.