ქართველი ემიგრანტები, 1-ელ დეკემბერს, ფლორენციაში აქციას აანონსებენ

,,მოვაშოროთ შავი ლაქა საქართველოს! არა რუსულ რეჟიმს!”, – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციას ქართველი ემიგრანტები 1-ელ დეკემბერს ფლორენციაში აანონსებენ.

,,1 დეკემბერი, 13:00 სთ, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი – შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი თვითაღიარებული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ!

ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ის გააყალბეს!

მოვითხოვოთ ხელახალი არჩევნები;
მოვითხოვოთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება;
მოვითხოვოთ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრების დასანქცირება;
მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკოსის დასანქცირება, რომლებიც ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, მშვიდად ვისხდეთ, მაშინ როდესაც ქვეყანაში რუსეთიზაცია მიდის. წლიდან წლამდე, ნელ-ნელა ვუბრუნდებით საბჭოთა წარსულს.

არა ღრუსულ ხელისუფლებას;
არა თვითაღიარებულ პარლამენტს;
არა გაყალბებულ არჩევნებს;
არა პოლიტიკურ დაკავებებს.
გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს, ქართველ სტუდენტებს და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და იცავენ ჩენს ქვეყანას!

გელოდებით, კვირას, 1 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფლორენცია, სანტა მარია ნოველას მოედანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები