ჩინეთმა და ამერიკამ პატიმრები გაცვალეს

ჩინეთმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას და პატიმრები გაცვალეს. ჩინეთში 3 პატიმარი დაბრუნდა, რომლებიც სასჯელს შტატებში იხდიდნენ. იგივე მოხდა ამერიკელ პატიმრებთან დაკავშირებით.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსში აცხადებენ, ჩინეთი არასდროს დათმობს საკუთარ მოქალაქეებს.

„ჩინეთის მთავრობის დაუღალავი ძალისხმევით, აშშ-ს მიერ უკანონოდ დაკავებული ჩინეთის სამი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ჩინეთში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩინეთი არასოდეს დათმობს თავის მოქალაქეებს. მათ სამშობლოს მზარდაწერა ყოველთვის  ექნებათ.

ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ჩინეთის მოქალაქეების პოლიტიკურად განხორციელებულ ჩახშობას და დევნას და გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ჩინეთის მოქალაქეების ლეგიტიმური და კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.

აშშ-დან დაბრუნებულთა შორის არის გაქცეული, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიქცა მრავალი წლის წინ და ახლა რეპატრიირებულია ჩინეთში. ვერავინ გაექცევა სამართლიანობას და დედამიწაზე არც ერთი ადგილი არ შეიძლება იყოს სამუდამოდ უსაფრთხო თავშესაფარი დანაშაულისთვის. ჩინეთის მთავრობა გააგრძელებს მუშაობას გაქცეული პირების დაბრუნებისა და მათი უკანონო შემოსავლების დასაბრუნებლად და არ მოისვენებს, სანამ ისინი ყველანი არ დაისჯებიან“ – განაცხადა მაო ნინმა.

 

მსგავსი თემები