“არ შეიძლება, ეროვნული ვალუტა, ერთ განცხადებაზე მყისიერად რეაგირებდეს” – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს განცხადებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მოსახლეობის გაღატაკებას იწვევს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ვალუტა, პოლიტიკოსების განცხადებების შედეგად არ უნდა იცვლებოდეს.

“ჩვენი ეროვნული ვალუტა არაფერთან კავშირში არ არის როგორც ვატყობ. სპეკულაციაა განცხადებები, რომ თითქოს გარე ფაქტორებზე აქვთ ორიენტირები აღებული მაგრამ, 5 წუთიანი გარე ფაქტორები არ არსებობს. არ შეიძლება, მყისიერად რეაგირებდეს ეროვნული ვალუტა ზოგიერთ განცხადებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი რყევები აქვს ამ ბოლო პერიოდში ვალუტას და ვთვლი, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა კომერციული ბანკების მხრიდან, რასაც ეროვნული ბანკი ხელს უწყობს და თვალებს ხუჭავს. ამ რყევებით ღატაკდება მოსახლეობა, იზრდება კომერციული ბანკები და ვისაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ეხება, არაფერს აკეთებს. ჩვენი მოსახლეობა დაუცველია,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტ მთავარში”.

მსგავსი თემები