მიხეილ მამულაშვილის ბაღი საქართველოს ისტორიული ძეგლია, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაშია როგორც ულამაზესი ბაღი, ისე საცხოვრებელი სახლი და საფლავი.
მამულაშვილის ბაღი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გვერდით მდებარეობს და მცხეთაში ჩასული ნებისმიერი სტუმარი გვერდს ვერ უვლის ამ სილამაზეს და ხელოვნების შედევრებს.
მიხეილ მამულაშვილი იყო მებაღე-დეკორატორი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რომელიც მცხეთაში დაიბადა. მას პატარაობოდანვე იზიდავდა მცენარეები. ახალგაზრდობაში მან პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისგან ულამაზეს გვირგვინებს, კალათებს და ხელნაკეთ ნამუშევრებს სთავაზობდა დამთვალიერებლებს.
მის მიერ მცენარეებისგან დამზადებული მისალოცი ბარათები საუკეთესოდ ითვლებოდა, რომლებსაც ახლობლებს დღესასწაულებზე უგზავნიდა.
მამულაშვილის ბაღში დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ- მუზეუმი. გაზაფხულზე, აყვავებული ბაღი ულამაზესი სანახავია, სადაც ფოტოებს იღებენ და სილამაზით ტკბებიან.
ბაღი დღეს კერძო საკუთრებაშია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გამო, საცხოვრებელს რესტავრაციას შეუძლებელია. მიმდინარე წელს, ბაღის ეზოში საქართველოს დამსახურებული მოღვაწის, მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
ეს ბაღი, ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.