ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რჩეულები ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა დაასახელა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ გამარჯვებაში (3:2) მთავარი როლი ითამაშა, რადგან სამივე გოლში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა.
ქართველი თავდამსხმელი Kicker-ის ტურის სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ მოხვდა. ბუდუ ზივზივაძე 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა 8.5 ქულა დაუწერა და ასევე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, ის სეზონში საშუალო შეფასებით (7.6 ქულა) ორ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა, ხოლო Sofascore-ს რეიტინგით (7.55) მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში მესამე პოზიციაზეა.