“გამოვისყიდოთ “რუსთავი 2” ამ დამპლებიანად და “ბაგრატიონ 1″ დავარქვათ” – ოლეგ ნილოვი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, „სპრავედლივაია რასიას“ ფრაქციიდან, ოლეგ ნილოვი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გამოსყიდვისა და სახელის გადარქმევის წინადადებით გამოვიდა.

დეპუტატის თქმით, ტელეკომპანიას “ბაგრატიონ 1” – ს დაარქმევენ.

„ჩემი წინადადებაა, არ შევჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე. რატომ არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიის სფეროში სათანადო პასუხის გაცემა? ვნახოთ, იქნებ არის საშუალება, მათ შორის რუსეთის ქართული სათვისტომოს დახმარებით, ავიღოთ და მთლიანად გამოვისყიდოთ ეს ტელეარხი „რუსთავი 2“ ამ დამპლებიანად. ცხადია, სახელიც გადავარქვათ მას, მაგალითად, „ბაგრატიონ 1“ დავარქვათ“, – განაცხადა დეპუტატმა ნილოვმა.

მსგავსი თემები