პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაკისრებასა და გიორგი გაბუნიას გასამართლებას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის“ გამო, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ინფორმაციას რუსული სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და ამით საბოლოოდ, საქართველოს ზარალს აყენებენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი საჭიროდ არ მიიჩნევს ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას.

„დიდი პატივია მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები