ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე გოლი გაიტანა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და  „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ მოგებაში (3:2) დიდი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა  46-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 73-ე წუთზე კი მისი გადაცემით მეკარესთან პირისპირ კონტე დარჩა და სტუმრები წინ გაიყვანა.

ამ მოგების შემდეგ „კარლსრუე“ 24 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა. ბუდუ ზივზივაძე კი ცხრა გოლითა და ორი საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.

მსგავსი თემები