Jianshui (ძიენშუეი) – ქალაქი იუნნანის პროვინციაში, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქციას ასრულებს.
ამ ქალაქს თამამად შეიძლება ეწოდოს ისტორიული, რადგანაც, არაერთ შენობა-ნაგებობას ნახავთ, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია. მათი დიდი ნაწილი ტანგის დინასტიის დროს არის აშენებული და 1200-ზე მეტი წლის ისტორია გააჩნია.
ძიენშუეის უძველესი ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია 50-ზე მეტი უნაკლოდ შემონახული შენობით. აქ გაერთიანებულია სხვადასხვა კულტურა. უძველესი გალავანი ქალაქი ძიენშუეი 600 წლის წინ ააგეს, მინგის დინასტიის დროს. დღეს კი შემორჩენილია ჩაოიანგის და ცინგიუანის კოშკი.
ჩაოიანგის კოშკი საკულტო ღირსშესანიშნაობასწარმოადგენს. მას აქვს ტრადიციული კონსტრუქციის სტილი, დიდი ბოძებითა და ხის მოჩუქურთმებული კარებით. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჭიშკარში ავიდეს და არქიტექტურული დეტალები და ძველი ქალაქის პანორამული ხედები უკეთ დაათვალიეროს. ამ მწვერვალიდან ულამაზესი სანახაობა იშლება, ყველაფერი ხელის გულივით ჩანს.
აქაურობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ჟუ საოჯახო ბაღი (Zhu Family Garden), რომელიც კინგის ეპოქის კერძო სასახლეა. ის 214 ხის ოთახისგან შედგება, რომლის არქიტექტურა, ფერები და განლაგება უნიკალურია.
როგორც ცნობილია, ჟუ ოჯახს 30 წელზე მეტი დასჭირდა მსგავსი სიდიადის შესაქმნელად.
ეკა გულუა, ჩინეთიდან