„ჟურნალისტის ქმედება ემსახურებოდა დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას“ – კობა ნარჩემაშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის – კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადება მისი ინდივიდუალური ინიციატივა არ იყო და გამიზნული იყო დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებისთვის.  

„ეს არ იყო  მისი ინდივიდუალური ინიციატივა,  ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს იყო კარგად გააზრებული და დაგეგმილი და გათვლილი, რა შედეგებიც შეიძლებოდა მას მოჰყოლოდა. ბუნებრივია, ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, მაგრამ უკიდურეს რადიკალიზაციას,  ხელს შეუწყობდა, ცხადი იყო. არ ვგულისხმობ, რომ ამ განცხადებების შემდეგ, რუსეთი დაბომბვას და ომის დაიწყებდა, მაგრამ, ამგვარ ქმედებას რომ როგორც გარეთ, ისე შიგნით, გაღიზიანება მოჰყვებოდა, ეს თავიდან ბოლომდე გათვლადი იყო“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ჟურნალისტის „გამოხტომის“ სამიზნე შესაძლოა, პროცესების მინელებაც ყოფილიყო.

„ეს გამოხტომა, პროვოკაციული სწორედ იმიტომ იყო, რომ ფიქრობდნენ,  ვაი, თუ პროცესები ჩაცხრეს, ვაი, თუ პროცესები მინელდეს და ხელისულფებამ უფრო რაციონალური და კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას და არსებული  მუხტი იკარგებოდა.  ამიტომ, საჭიროდ ჩათვალეს  ის, რაც გააცხელებდა პოლიტიკურ პროცესებს. თუ ვინმეს, ეს  არ ესმის, მაშინ მძიმე პროცესებთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები