პუტინი აფხაზეთისგან იგივეს ითხოვს, რასაც ქართული მხარე – რა წერია დოკუმენტში?!

ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბოხებულებმა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის კაბინეტში იპოვეს, რუსეთუდან 2023 წელს არის გამოზავნილი. აქ ჩამოთვლილია ძირითადი პუნქტები, რასაც რუსეთი აფხაზეთისგან ითხოვს. მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ პუტინის მოთხოვნა ქართული მხარის მოთხოვნების იდენტურია.

რუსული მხარე აფხაზებისგან მოითხოვს:

  • მოხსნას მდინარე ენგურზე არსებული რეჟიმი;
  • ანთავისუფლდნენ ქართველი პატიმრები, რომლებიც აფხაზეთის ციხეებში იმყოფებიან;
  • ამოქმედდეს ინცინდენტების პრევენციის კომისია;
  • დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყება.

როგორც ჯემალ გამახარიან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს არის საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი.

„იმ ნაწილში, სადაც ქართველი პატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი ერთი არის ბებუა, ყველამ იცის ეს ადამიანი, რომელმაც დროშა დაწვა და შემდეგ გაასამართლეს. არც ერთი საკითხი, რაც აქ წერია არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისკენ. ამ დუკუმენტის მიხედვით, რუსეთი ავალებს აფხაზეთს, დაიწყოს ამ საკითხების განხილვა“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, ეს სწორედ ის  საკითხებია, რასაც ქართული მხარე ითხოვს, გამოდის, რომ პუტინი და საქართველო ერთიდაიგივეს ითხოვს და აფხაზები არ ასრულებენ? გამახარია ასე პასუხიბს:

„საინტერესოა რას ნიშნავს ეს ყველაფერი, იმას, რომ დაათბოს ქართულ მხარესთან ურთიერთობა და გარკვეულ დათმობაზე წავიდეს თუ რასთან გვაქვს საქმე?   მე უფრო ვიხრები იქითკენ, რომ ეს არის გარკვეული ზეწოლის მექანიზმები აფხაზურ მხარეზე, რომ იმ მთავარ საკითხში, რასაც აფხაზეთის ანექსიისკენ მიმართული შეთანხმებები და კანონპროექტები ჰქვია, დასთანხმდეს აფხაზური მხარე“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“

რუსულ-აფხაზური შათანხმება და ვითარება აფხაზეთში დღეს – ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები