“ფული აქვს, კავშირები აქვს და პოლიტიკურ სივრცეში ადგილს თავისუფლად დაიკავებს“ – გიგლა ბარამიძე ხაზარაძე

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სვლას აფასებს და ამბობს, რომ მას ყველაფერი აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩასართველად.

როგორც ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, პირდაპირ თუ ირიბად, ხაზარაძე პოლიტიკაში ყოველთვის იყო.

„მამუკა ხაზარაძე, პირდაპირ თუ ირიბად, ყოველთვის იყო პოლიტიკაში. საქართველოში მსხვილი ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან დაცილებული არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ზოგჯერ არიან ოფიციალურად, ზოგჯერ არაოფიციალურად. მისი პოლიტიკაში მოსვლა მე არც გამკვირვებია. ალბათ, ექნება ხედვები, მაგრამ რომელ პოლიტიკურ ძალასთან დადგება, თუ თავად შექმნის პარტიას, ვერ გეტყვით. მას აქვს ფინანსები, გამოცდილება, კავშირები როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ევროპაში. ამიტომ, რატომაც არა? მთავარია, როგორ გამოიყენებს ის ამ სასტარტო კაპიტალს. ეს არის მთავარი და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ,” – განაცხადა გიგლა ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები