,,უკრაინაზე იერიში ახალი ბალისტიკური რაკეტით მივიტანეთ” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცნობით, 21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა ,,ორეშნიკით” მიიტანა. პუტინის თქმით, ეს ახალი რაკეტის საცდელი გაშვება იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა.

,,21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით”, – თქვა პუტინმა მიმართვაში.

როგორც მან აღნიშნა, ახალი რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.

იქამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 21 ნოემბერს დილით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ამავე დროს, აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთმა დნიპროში საშუალო რადიუსი ექსპერიმენტული რაკეტა გამოიყენა.

მსგავსი თემები