“ღვინო და წყალი შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს” – რუსი დეპუტატი

რუსეთის სათათბიროს ინიციატივას, საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი, ალექსეი პუშკოვი და ამბობს, რომ საქართველოს ბოდიშების დრო ამოეწურა. განცხადებას პუშკოვი “ტვიტერზე” აქვეყნებს.

“ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ” – წერს პუშკოვი და საქართველოს ურჩევს, ღვინო და წყალი ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნოს. 

“საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი2″-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს, რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო და წყალი შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც ალბათ, არაფერს გადაუხდიან,” – აცხადებს პუშკოვი. 

მსგავსი თემები