ნიკა გვარამია “რუსთავი 2-თან” შეკრებილებს “ბრბოს” უწოდებს

“პოლიცია ადგილზე არის მცირე ოდენობის და იმ შემთხვევაში თუ, ეს ბრბო მიიღებს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილებას, პოლიცია ვერ შეაჩერებს,” – აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, აქციის მონაწილეების მიმართ გააკეთა, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე.

ნიკა გვარამია, პასუხისმგებლობას შსს აკისრებს და მოუწოდებს უზრუნველყონ “რუსთავი 2-ის” უსაფრთხოება. მისი თქმით, გიორგი გაბუნიას მიმართ, არხმა გადაწყვეტილება მიიღო და 2 თვით უფლებამოსილება შეუჩერა, ამიტომ აქციის და პროტესტის მიზეზი აღარ არსებობს.

“რუსთავი 2-ის” შენობის გარეთ მიმდინარეობს მართული აქცია, ხელისუფლებისგან წაქეზებული ორკების. მთლიანი პასუხისმგებლობა, იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე, ვინც უზრუნველყო ამ ბრბოს აქ მოყვანა და არ უზრუნველყო, “რუსთავი 2-ის” სათანადო დაცვა. ჩვენი მხრიდან არანაირი პროვოცირება არ იქნება. ეს არის ჟურნალისტურ საქმიანიობაში ხელის შეშლა. გაბუინიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არხმა მიიღო და ეს თემა დახურულია. ეს ორკები აქ ტყუილად დგანან,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები