საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მხოლოდ გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები