ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი ადგილილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. როგორც ცნობილი გახდა, აქ მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ.
ცნობისთვის, 2 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი.
ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორი განთავსდება, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ