ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ. ამის შესახებ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ შეკრებილებს უთხრა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.
ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.