“წითელი წაიღეს, მოვიდა მწვანე”- აქციის მონაწილეებმა კარვები მოიტანეს

ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ახალი კარვები მიიტანეს. ადგილზე ღამისთევისთვის ემზადებიან. პოლიტიკოსებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მათ მოუწოდეს, რომ არ დაიშალონ, რადგან მათივე თქმით, პოლიციას ხალხის რაოდენობის ეშინია.

„წუხელ წაიღეს წითელი კარვები, ახლა მოიტანეს ახალი, მწვანე კარვები“- აღნიშნა „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ.

ამ დროისთვის ორი კარავია გაშლილი.

“დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ”- აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი ჩახერგეს

მსგავსი თემები