ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატია დასრულებულია და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, პრეზიდენტის ინსტიტუტია. ევროპელი მაღალჩინოსნის ვარაუდით, “ქართული ოცნება” ახალი პრეზიდენტის პირობებში ამ ინსტიტუტის გაკონტროლებასაც ეცდება.
„უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში სალომე ზურაბიშვილის მანდატიც ამოიწურება და დარწმუნებული ვარ, რომ მმართველ პარტიას ენდომება ამ ინსტიტუტის გაკონტროლებაც“- განაცხადა მან.