“გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს” – ზელენსკი

“გერმანიისთვის დროა შორ მანძილზე დარტყმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიკსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ყველა ქვეყანამ დაუჭირო მხარი შორი მანძილის დარტყმებზე გადაწყვეტილებას.

“ვფიქრობ, [პუტინის] განცხადებების შემდეგ ბირთვული იარაღის თაობაზე დროა უკვე გერმანიამაც მხარი დაუჭიროს შესაბამის გადაწყვეტილებებს… ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებებისთვის შესაძლებლობების რაოდენობის მიმატება, რომლებითაც შეგვიძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება, სადაც არ უნდა იყოს ის” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები