“დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ”- აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი ჩახერგეს

აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუცის ამოსასვლელები ჩახერგეს. სავალი ნაწილი ავტომანქანებიტ არის გადაკეტილი. როგორც ოპოზიციური პარტიი წევრები აცხადებენ აქციის მონაწილეები ღამეს ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ.

“დღე მესამე – სამით ნული ხალხის სასარგებლოდ. ეს არის ხალხის ძალა, აუცილებლად იცოდეთ, მერწმუნეთ, ჩვენო თანამემამულეებო, ჩვენ გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია და არა ოლიგარქიაში” – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

 

“მთელი ღამე დავრჩებით აქ”- ოპოზიციის გეგმები (video)

მსგავსი თემები