,,ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი გავიდეს, რათა ,,ოცნების” ხელისუფლებას დილანდელი სიმხეცის გამო პასუხი გაეცეს.
,,7 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ რეჟიმს დილანდელი წარმოუდგენელი სიმხეცის გამო, რაც მათ ჩაიდინეს. ასევე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად ჩვენი წინააღმდეგობა”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ცნობილია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.