თურქეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო და სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
როგორც Türkiye Gazetesi იუწყება, მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ცნობისთვის, კაჰრამანმარაში, გასული წლის 6 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრების ეპიცენტრი იყო.