თსუ-ს ლექტორი, მარიამ გერსამია აკადემიური საბჭოს მიმართავს და ითხოვს რეაგირება მოხდინონ იმ ფაქტზე, რომ ,,მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს”.
,,მივმართავ აკადემიურ საბჭოს! წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა ,,რუსულმა ოცნებამ” უნივერსიტეტს და ვალდებულები ხართ მოახდინოთ რეაგირება!
აქამდე გვესმოდა, რომ უნივერსიტეტი ,,აპოლიტიკური” იყო. სტუდენტების ჯგუფს ამ მიზეზით არ უშვებდნენ შაბათს შენობებში.
დაჯერება მიჭირს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად მოსულ პარტიის რობოკოპებს უნივერსიტეტში უმასპინძლეს. რა უნდოდა სპეცნაზს ჩვენს აკადემიურ სივრცეში? შეიკრიბეთ და გააკეთეთ განცხადება.
მერე, გადაწყვიტეთ მაგ საბჭოში რჩებით თუ არა”, – წერს ლექტორი.