უკრაინამ პირველად გამოიყენა დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენა ამერიკული რაკეტა ATACMS რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტი დაბომბა. უკრაინის სამხედრო პირების განცხადებით, დაბომბვა შედეგიანი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ბრიანსკის ოლქში ქალაქ კარაჩევში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი დაბომბეს. თუმცა მაშინ არ კონკრეტდებოდა, თუ რა იარაღით დაიბომბა საწყობი.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

მსგავსი თემები