,,საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ EU-სთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,სევდიანი საუბარი გვქონდა საქართველოზე, რადგან, როგორც იცით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დარღვევები აღმოაჩინეს, თქვენმა პრეზიდენტმაც დაგმო არჩევნები და, მართლაც, სანდო გამოკითხვების ჩამტარებელმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც წარსულში ზუსტად ჰქონდათ პროგნოზირებული არჩევნების შედეგები, შეუსაბამოები აღმოაჩინეს.
ჩვენ ველოდებით საბოლოო ODIHR-ის ანგარიშს, მაგრამ საქართველოს მეტის გაკეთება სჭირდება, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს. ასევე მინდა, საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მივმართო, რომ მისი დარჩენილი მანდატი გამოიყენოს, რათა წინა საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალოს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერევით საქართველოს სასამართლო სისტემაში, მაგრამ აქ ევროპაში ჩვენ იგი თქვენი ქვეყნის მოდერნიზატორად გვახსოვს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მას ციხიდან გამოუშვებენ”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.