,,ოპოზიციის გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას საღამოს 7 საათზე გააცნობენ”, – ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა და მხარდამჭერებს მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა:
,,აქ ვდგავართ, ფეხს არ მოვიცვლით აქედან. 7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია და კონკრეტულ სცენარს დღის, საზოგადოებას გავაცნობთ ადგილზე”, – განაცხადა ხოშტარიამ ,,მთავარი არხის” ეთერში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროტესტი არ შეწყდება.