,,საქართველოს მოვუწოდებთ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
,,ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, განსაკუთრებით მათ ამბიციებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს. მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ბევრი საუბარი არ არის, ბევრი სხვა საკითხი გვაქვს წინ”, – თქვა მან.