,,დაკავებული დემონსტრანტები ნაცემები არიან” – ადვოკატი

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 ადამიანზე ფიზიკურად იძალადეს.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 ადამიანი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების მომენტში იძალადეს, ნაწილზე კი დაკავების შემდეგ, მანქანაში. ტყეშელაძემ იზოლატორში ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსნადრე ქავთარაძე მოინახულა.

 

მსგავსი თემები