მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამ წუთებში იზოლატორში მათი შესახლების პროცედურა მიმდინარეობს. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირიდან 3, მათ შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.