,,არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო” – ლუაზო

,,არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. ადგილი ჰქონდა ყველა სახის გაყალბებას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნები და შემდგომ განვითარებულ მოვლენები განიხილეს.

,,საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი და ასევე, მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის წევრი ვარ. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ადგილი ყველა სახის გაყალბებას ჰქონდა და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო. სამწუხაროდ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის ერთადერთი ნიშანი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა: ,,უცხოური აგენტების შესახებ” კანონი, რომელიც რუსულის ასლია და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. ამაზე ევროპული პასუხი გვჭირდება”, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.

მსგავსი თემები